წარუმატებელი ძარცვა იტალიაში
წარუმატებელი ძარცვა იტალიაში. მამაკაცი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად რომში ბანკის ძარცვის მიზნით გვირაბი გათხარა, მასში თავადვე გაიჭედა. 6 მეტრი სიღრმის თხრილიდან ის მაშველებმა ამოიყვანეს. მძარცველმა ჩამოშლილ გვირაბში 8 საათი გაატარა. პოლიციის ინფორმაციით, 5 მა ადამიანმა ბანკის გაქურდვის მიზნით დაკეტილი მაღზიიდან ბანკამდე გვირაბის გათხრა გადაწყვიტეს, ქურდობა კი უქმეებზე დაგეგმეს. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი 4 თანამზრახველი კი დაკავებულია.
