ახალი დეტალები ტრამპის საქმეზე
ახალი დეტალები დონალ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს , მათგან რამდენიმეს გრიფი ადევს. გავრცელებული ინფორმაციით , ექსპრეზიდენტის რეზიდენციიდან ამოღებულია დაახლოებით 20 ყუთი, რომლებშიც ინახებოდა საქაღალდე ფოტოებით, ხელნაწერი შენიშვნები და დოსიე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შესახებ . დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა 9 აგვიტოს გაჩხრიკეს.
