ახალი რეკრეაციული სივრცე
ნაძალადევის რაიონში ავტოფარეხების ნაცვლად რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერი, სპორტული მოედანი და პარკინგი 4 ათას 500 კვ.მ-ს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა, მოეწყო ფეხბურთის მოედანი, საპარკე ინფრასტრუქტურა, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები . პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
