შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესება
შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა. ეკიპაჟი რეჟიმის დარღვევის შესაძლო ფაქტის გადამოწმებას 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მონიტორინგი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში თბილისის მასშტაბით განხორციელდება.სწრაფი რეაგირების ჯგუფი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა წარადგინა.
