რეინჯერებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს
სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს. სამ კვირიანი სასწავლო კურსი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა , რაც მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედების , განსაკუთრებულ შემთხვევაში პარაშუტით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესებს მოიცავდა.
