მწერალს სიტყვის გამოსვლისასა თავს დაესხნენ
ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მწერალ სალმან რუშდის თავს დაესხნენ . გავრცელებული ინფორმაციით, ბუკერის პრემიის ლაურეატს, უნივერსიტეტში ლექცია უნდა წაეკითხა, როდესაც სცენაზე უცნობი ადამიანი ავიდა და მას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. რუშდი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. თავდამსხმელი კი დაკავებულია მისი ვინაობა არ სახელდება. აღსანიშნავია რომ სალმან რუშდის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრებას ეფუძნება, მუსლიმურმა სამყარომ მკრეხელობად შეაფასა.
