შავი ზღვის ჯაზფესტივალი
ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო. ფესტივალი შვეიცარიიდან ჩამოსულმა ცნობილმა ბენდმა ნექსთ მუვმენთმა გახსნა. მათთან ერთად მსმენელის წინაშე ჩეხური ფიუჟენ კვინტეტი წარდგა . კონცერტში მონაწილეობდა ბათუმის უნივერსიტეტის ბენდი ოფსიადიც. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის ეს საიუბილეო წელია, ადგილზე მისულ მსმენელს მრავაფეროვან პროგრამასთან ერთად ბევრი სიურპრიზი ელოდება. ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება.
