პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა
დადიანების სასახლეში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მოდერნისტი მხატვრის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ხელოვნების სასახლის 100-ზე მეტი ექსპონატია წარმოდეგენილი. ღონისძიებაზე გაიმართა პეტრე ოცხელის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაციაც. დადიანების სასახლეში პეტრე ოცხელის გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 10 სექტემბრამდე შეძლებს.
