საგრანტო კონკურსი
კულტურის სამინისტრო ახალგაზრდობისა და ახალგაზრდული პროექტების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსი სამი თემატური მიმართულებით ცხადდება. მიზანი სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ფინანსური რესურსით დახმარებაა. სამინისტროს ინფორმაციით საგრანტო კონკურსის შედეგად განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს და გააძლიერებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მათ შორის, კონკრეტულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12 სექტემბერია.
