ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 1 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
