მკვლელობა ოზურგეთში
ოზურგეთში , 38 - ი წლის ქალის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ძალოვანი უწყების ცნობით მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - ბასრი საგნით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით 3 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ 4 წლის შვილის თვალწინ მოკლა. პოლიციამ ყოფილი მეუღლე დააკავა, რომელიც წარსულში ოჯახური ძალადობისთვის 2-ჯერ არის ნასამართლევი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
