ევროპული რეკომენდაციები
ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში მუშაობა გრძელდება. ორშაბათს დეპუტატები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული რეკომენდაციების მესამე პუნქტზე იმსჯელებენ, რაც სასამართლო რეფორმას გულისხმობს. სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე მხარეებმა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევბზე იმსჯელეს, უკვე გაწერილია 30-ზე მეტი საკითხი . მათ შორის დასახელდა სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა და საპროცესო ვადების დაცვა. სამუშაო ჯგუფებს კვლავ არ უერთდება სამი ოპოზიციური პარტია : ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი.
