სახელისუფლებო პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ პლაგიატში ადანაშაულებს
სახელისუფლებო პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ პლაგიატში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიას მმართველი გუნდის წინააღმდეგ ერთი გზავნილი აქვს - „უსამშობლო“. უმრავლესობის ლიდერებმა ოპონენეტებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება შეახსენეს, როდესაც ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ განაცხადა, რომ ეს არის ომისა და ღალატის პარტია, მათი წევრები კი უსამშობლო ადამიანები.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
