ევაკუაციის შემდეგ ვარკეთილის მე-3 მასივის მე-12 კორპუსიდან მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები უსაფრთხოების წესის დაცვით გააქვთ
კორპუსი დაცლილია, თუმცა ადგილზე რჩებიან მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და ექსპერტები. კორპუსს მინიჭებული აქვს დაზიანების მეოთხე ხარისხი და მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე მოლაპარაკება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
