დიდგორობა
დიდგორის ველზე დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ღონისძიება პრემიერის და თავდაცვის მინისტრის მისალმებით გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს. დიდგორის ველზე დილიდან მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიება, რომელიც თეატრალიზებულ წარმოდგენას, ქორეოგრაფიულ და სპორტულ პროგრამებს აერთიანებს.