უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ხერსონის ოლქში რუსი დამპყრობლების ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. უკრაინის ხელისუფლება ხერსონის, ასევე ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟეს ოლქებში სავალდებულო ევაკუაციის გეგმას განიხილავს. განსაკუთრებით რთულია ვითარება ზაპოროჟიეში, სადაც სამჯერ დაიბომბა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია.
