დიდგორის ველზე დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება
სპეციალურ ადგილებზე მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია. სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა, ქორეოგრაფიული და სპორტული პროგრამა. სახალხო დღესასწაულს დაესწრებიან პრემიერი და მინისტთა კაბინეტის წევრები.
