პრემიერ-მინისტრი დემირორენ ჰოლდინგის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დემირორენ ჰოლდინგის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით. ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, „ძველი ივერიას“ მშენებლობისთვის, მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.
