პოდოლიაკის ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე
ამ კვირაში უკვე მეორედ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, საქართველოს ხელისუფლებას თავს ესხმის. მიხაილო პოდოლიაკი ამჯერად დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების პირად ინფორმაციას რუსეთის უშიშროების სამსახურს, საქართველოდან აწვდიან. უკრაინელი ჩინოსანი იმასაც ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა კონკრეტულ პირებს სამშობლოს ღალატისთვის, პასუხი უნდა აგებინოს. ეს ხმამაღალი განცხადებები ერთიერთში იმეორებს ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარემ, ასევე მტკიცებულებების გარეშე, ბრიფინგზე ისაუბრა. ისევე როგორც წინა შემთხვევებში, კონკრეტული მტკიცებულებები არც პოდოლიაკს წარმოუდგენია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მორიგი უსაფუძვლო ბრალდება თბილისში უკვე შეფასდა როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული პროვოკაცია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ბრალდებები დაუსაბუთებელია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საქართველოს მიმართ სიცრუის ტირაჟირება, რეალურად, სააკაშვილის მიმართ გულშემატკივრობით არის მოტივირებული. ლევან ფოჩხუას რეპორტაჟი.
