ენერგოკრიზისი
გერმანია ენერგოკრიზისს ევროპელ პარტნიორებთან სოლიდარული პოზიციით გაუმკლავდება. ამის შესახებ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, მთავრობის შეთავაზებული რეფორმის ქვაკუთხედი, ინდუსტრიული მოდერნიზაცია, გერმანიის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის დაცვაა. ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა უკრაინის საკთხზე, კიევს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის ქმედება.
