ახალი პარკი ივერთუბანში
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ, 5,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკის მშენებლობას ასრულებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურების სისტემები მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება მილიონ 200,000 ლარს შეადგენს.
