საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. მასში ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები, ქართული პოლიტიკის კულისებში, გასული სამი წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე საუბრობენ. მოძრაობა ამერიკის ელჩის მიმართ დასმულ შეკითხვებზე წერს და ამბობს, რომ შეკითხვები სამწუხროდ, ამ დრომდე პასუხგაუცემელია. რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან, ამერიკის საელჩო დგას - გამოთქვამენ ეჭვს მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები და კელი დეგნანს, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობის კოორდინაციაში ადანაშაულებენ.
