ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი სიკვდილს გადაარჩინა
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ეკვადორში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. გოგონამ მას შემდეგ რაც ის მეტოქემ ილეთით წააქცია, გონება დაკარგა. ტუნისის ძიუდოისტთა ნაკრების სამედიცინო პერსონალი სიტუაციაში ვერ გაერკვა და ამ დროს სპორტსმენს ზურაბ კახაბრიშვილი დაეხმარა, რომელმაც მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა.