ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მოთხოვნით დღეს საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას განიხილავენ. სხდომა თბილისის დროით საღამოს 11 საათზე დაიწყება. რუსული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ასევე მოითხოვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის მონაწილეობაც, რომელმაც ამ საკითხზე მოხსენება უნდა მოამზადოს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსული არმიის მიერ რამდენჯერმე დაიბომბა, მაგრამ რუსი ოკუპანტები ბრალდებას უარყოფენ და დაბომბვაში კიევს ადანაშაულებენ.
