„ვიზიარ აბუ დაბი“ რუსეთში ფრენებს აღადგენს
ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარის“ არაბული შვილობილი კომპანია „ვიზეარ აბუ დაბი“ რუსეთში ფრენებს აღადგენს. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი უკვე 6 თვეა იზოლირებულია საერთაშორისო თანამეგობრობისგან. საერთაშორისო ბრენდები ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებენ ფედერაციას, მაგრამ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ იმ საბაბით, რომ ასეთია მგზავრების მოთხოვნა, რუსულ ბაზარზე დაბრუნება გადაწყვიტა. ბილეთების გაყიდვა აბუდაბიდან მოსკოვის მიმართულებით, 3 ოქტომბრიდან დაიწყება. ავიაკომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, არაბული შვილობილი კომპანიისგან განსხვავებით, რუსულ ბაზარზე არ ბრუნდება უნგრული და ბრიტანული „ვიზეარი“.
