რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული საბადოები დაიკავა
უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთმა უკრაინის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საბადოები დაიკავა. გავლენიანი გამოცემა, ვოშინგტონ პოსტი, ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ კანადური საკონსულტაციო კომპანიის სეკდევის ანალიზის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული წიაღისეულის ღირებულება დაახლოებით 12,4 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. გამოცემა წერს, რომ საბადოები, სხვა ძვირფასი ენერგიისა და მინერალების საბადოებთან ერთად, რუსეთის ხელშია. ექსპერტების თქმით, თუ კრემლი დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიის ანექსიას მოახერხებს, კიევი მისი საბადოების თითქმის ორ მესამედზე წვდომას სამუდამოდ დაკარგავს.
