ომი უკრაინაში
უკრაინაში ომის 169 დღეს რუსული არმია დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად იბრძვის. ოკუპანტები, ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტანკებითა და არტილერიით უტევენ. პარალელურად საოკუპაციო ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეცვლილა, უკრაინელმა სამხედროებმა კი მტრის შეტევები წარმატებით მოიგერიეს.
