ახალი პარკი ივერთუბანში
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 -ი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურების სისტემები მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება მილიონ 200-ი ათას ლარს შეადგენს.
