თავდაცვის მინისტრი „მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება
თავდაცვის მინისტრი „მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ინახებოდეს. მინისტრი განმარტავს, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებული პროვოკაციაა. როდესაც ასეთ პროვოკაციას აწყობთ, ფრთხილად უნდა იყოთ. არ უნდა შეეხოთ ჩვენს ჯარისკაცებს, გმირებს - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე. თემაზე შეფასებას აკეთებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც.
