,,კინო ყველგან’’
,,კინო ყველგან’’ - თბილისის საკრებულოს პროექტი გრძელდება. მორიგი კინოჩვენება ვარკეთილის რაიონში, ზემო პლატოს ტერიტორიაზე მდებარე ხევის პარკში გაიმართა. ღია სივრცეში შეკრებილი მაყურებლისათვის, 8 აგვისტოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით, რეჟისორ დიტო ცინცაძის მხტვრული ფილმის "შინდისის" ჩვენება გაიმართა. პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობითა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.