შვეიცარიის მედიაცია
უკრაინის ინტერესები რუსეთში, შესაძლოა შვეიცარიამ წარადგინოს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნით, შვეიცარიულ მხარეს კიევმა უკვე მიმართა. უწყების განცხადებით, შვეიცარია მზადაა მოსკოვსა და კიევს შორის დიპლომატიური შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, რისთვისაც რუსეთის თანხმობაა საჭირო.
