უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთმა უკრაინის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საბადოები დაიკავა
გავლენიანი გამოცემა, ვოშინგტონ პოსტი, ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნატქვამია, რომ კანადური საკონსულტაციო კომპანიის სეკდევის ანალიზის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული წიაღისეულის ღირებულება დაახლოებით 12,4 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. გამოცემა წერს, რომ საბადოები, სხვა ძვირფასი ენერგიისა და მინერალების საბადოებთან ერთად, რუსეთის ხელშია. კომპანია სეკდევის წარმომადგენლებისა და უკრაინის სამთო და ფოლადის ინდუსტრიის ლიდერების თქმით, რუსეთმა უკრაინას წაართვა 41 ქვანახშირის საბადო, 27 ბუნებრივი გაზის საბადო, 14 პროპანის საბადო, 9 ნავთობის საბადო და 6 რკინის საბადო. ექსპერტების თქმით, თუ კრემლი დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიის ანექსიას, მოახერხებს, კიევი მისი საბადოების თითქმის ორ მესამედზე წვდომას სამუდამოდ დაკარგავს. უკრაინა ასევე დაკარგავს ბევრ სხვა რეზერვს, მათ შორის ბუნებრივი აირის, ნავთობისა და იშვიათი დედამიწის მინერალების საწყობებს, რომლებიც მაღალტექნოლოგიური კომპონენტებისთვის არის საჭირო- წერს გამოცემა.
