ტყვეობაში მყოფ აზოველებს ტრიბუნალს მოუწყობენ
მარიუპოლში რუსეთის ტყვეობაში მყოფ აზოვის პოლკის მებრძოლებს, ტრიბუნალს მოუწყობენ. ამის შესახებ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა განაცხადა. მისი თქმით, პროცესი დიდი ალბათობით, ზაფხულის ბოლომდე გაიმართება და ის მაქსიმალურად ღია იქნება.
