ომის 169-ე დღე
ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება დნეპროპეტროვსკის, ბახმუტის, მიკოლაევისა და ხარკოვის დასახლებულ რაიონებზე. პარალელურად, საოკუპაციო ძალა აღმოსავლეთის ფრონტზე წინ წაწევას ცდილობს, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათი იერიშები ყველა მიმართულებით მოგერიებულია.
