პოლიტიკური რეკლამა
„შინ ევროპისკენ“ - იყო თუ არა ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის და დაირღვა თუ არა კანონი მთავარი არხის, ტევე პირველისა და ფორმულას ეთერში. კომუნიკაციების კომისიაში საკითხის განხილვა დღეს, სამ საათზეა დანიშნული. სხდომაზე განიხილავენ, თუ როდის გაიმართება ძირითადი სხდომა, რომელზეც უშუალოდ იმსჯელებენ, კონკრეტულად, რომელ ნაწილში დაირღვა კანონმდებლობა და რა სახის სანქციები დაეკისრებათ ტელეკომპანიებს. იქნება ეს გაფრთხილება თუ ფინანსური ჯარიმა. საკითხის შესწავლა მმართველი პარტიის სარჩელის საფუძველზე დაიწყება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით, ქართული ოცნება დამოუკიდებელი მედიის უფლებებს ზღუდავს. ოპონენტებს მმართველ გუნდში უპასუხეს და განაცხადეს, რომ კანონი ყველა ტელევიზიისთვის, თანაბარია.
