ეკომენდაციების შესრულების გეგმა
ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესასრულებლად, პოლიტიკურ მხარეებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, თუმცა ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, საპარლამენტო ჯგუფებში მუშაობის დაწყებას კვლავ არ აპირებს. მათ მიაჩნიათ, რომ შექმნილი სამუშაო ჯგუფები პროცესის იმიტაციაა და რეალურად, საქმეზე ორიენტირებული არ არის. მმართველ გუნდში ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მმართველი პარტია კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ გეგმას ზედმიწევნით შეასრულებს.
