14 წელი შინდისის ბრძოლიდან
2008 წლის 11 აგვისტოს, ქართველი სამხედროების წინააღმდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა, თითქმის ყველა სახის იარაღი გამოიყენეს. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ წუთებში, შინდისში გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. ლევან მორჩიაშვილი შემოგვიერთდება შინდისიდან პირდაპირ ეთერში, რომელიც დეტალებს მოგვაწვდის.
