„შინ ევროპისკენ“ - ვიდეორგოლის კანონთან შესაბამისობას კომუნიკაციების კომისია დაადგენს
რადიკალურ ოპოზიციას არც ევროპა სურს და არც „შინ ევროპისკენ“, მათ სურთ დესტრუქცია და რევოლუცია. ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. საუბარია ვიდეორგოლზე, რომელიც სამი ტელევიზიის, „მთავარ არხის“, „ტევე პირველისა“ და „ფორმულის“ ეთერში ივნისში გავიდა და რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში სარჩელი შეიტანა. ცნობისთვის, მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი არ არის, ნებისმიერ ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება კანონის უხეში დარღვევაა, თუმცა ოპოზიციის ეს ნაწილი ამ თემითაც სპეკულირებს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
