უკრაინა ყოველთვიურად 6 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს ვარაუდობს იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის სამხრეთით პორტების მუშაობა არ შეფერხდება
გასულ კვირამდე, როდესაც შესაძლებელი გახდა გემით პირველი პარტია სიმინდის ტრანსპორტირება, უკრაინიდან მხოლოდ 2 ტონა მარცვეული იყო გატანილი, ისიც სახმელეთო გზით. პორტების მეშვეობით სიმინდისა და ხორბლის გატანა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტამბოლში ოთხმხრივი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების გარანტორები თურქეთი და გაერო გახდნენ.
