ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ კოვიდ კლინიკებში კანონდარღვევის ფაქტები გამოვლინა
უწყების ინფორმაციით პანდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი 90 კოვიდკლინიკაში არ გაცემულა. ჯამში ინსპექციამ 2021-2022 წლებში 127 - კლინიკა შეამოწმა . აქედან 4 კლინიკის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა იმ მოტივით , რომ მათ კოვიდ კლინიკის სტატუსი აღარ აქვთ.
