პრემიერ-მინისტრი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს
„საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია! ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!“ - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
