ომის 168-ე დღე - ვითარება უკრაინაში
საოკუპაციო ძალა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტები პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ აღმოსავლეთის ფრონტზე, თუმცა, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოწინააღმდეგის იერიშები ყველა მიმართულებით მოგერიებულია. საბრძოლო მასალების დეტონაციას ასახელებენ მოსკოვში ყირიმის აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების მიზეზად, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 1 ადამიანი ემსხვერპლა და 9 დაშავდა.