ბელარუსი ევროპის ბაზრიდან გასვლისთვის მზად არ არის
ბელარუსი, სანქციების პირობებშიც კი, ევროპის ბაზრიდან გასასვლელად მზად არ არის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ ევროკავშირის ბაზარი, რადგანაც ევროკავშირი ჩვენი უახლესი მეზობელია. მათთან უნდა ვიმუშაოთ, ვეძებოთ კავშირები, რადგანაც ბიზნესი ბიზნესია,“ - აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
