„დიდი შესვენება„ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინანტია
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „მილიმეტრ ფილმის“ მიერ გადაღებული, დავით ფირცხალავას მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი „დიდი შესვენება“ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინანტია. ქართულ კინოსურათს, რომელიც ბავშვობის ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, მოზარდების სისასტიკესა და პატიებაზე გვიყვება, ფესტივალზე სექტემბერში უჩვენებენ. დავით ფირცხალავას სადებიუტო ფილმში როლებს, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, მოყვარულებიც ასრულებენ.