სოფლის განვითარების პროგრამა
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, ლაგოდეხში ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტი განხორციელდა. ხის კოტეჯებით და ეგრეთ წოდებული გლემფინგ-კარვებით მოწყობილი ტურისტული სივრცე სტუმრების მიღებას ნებისმიერ სეზონზე შეძლებს. კომპანიამ, სახელწოდებით „სამი ტბა“ სივრცის მოსაწყობად 210 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსების თანხა კი 170 ათასამდე ლარს შეადგენს.
