ხმაური რუსთავის საკრებულოში
რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის მერი მივიდა. ნინო ლაცაბიძემ მზადყოფნა გამოთქვა ოპონენტთა კითხვებისთვის ეპასუხა. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მერს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ. ქალაქის ხელმძღვანელის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორები ქალაქის განვითარების ხელოვნურად შეფერხებას ცდილობენ.
