გიორგი გახარია პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ მოუწოდებს
გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მტერთან საბრძოლველად ისე უნდა გაერთიანდნენ, როგორც 2008-ა წლის აგვისტოს ომის დროს. გახარიას უახლესი წარსული დღეს ყოფილმა თანაგუნდელებმა შეახსენეს. მმართველ გუნდში თქვეს, რომ გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებით ერთიანობის საწინააღმდეგო ნაბიჯი თავად გადადგა, ასევე გაახსენეს, რას საქმიანობდა აგვისტოს ომის პარალელურად მოსკოვში, გახარია იმ დროს ოკუპანტი ქვეყნის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა.
