პოდოლიაკის მორიგი ბრალდებები საქართველოს
კიდევ ერთი აბსურდული განცხადება მტკიცებულებების გარეშე და ისევ კიევიდან. მიხაილ პოდოლიაკი საქართველოსთვის იცლის და ქართული ოპოზიციის ნარატივის მიხედვით, ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს. უკრაინელი მაღალჩინოსანი თავს იმის უფლებასაც აძლევს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და გარკვეული მოწოდებებიც გააკეთოს. მმართველი გუნდიდან პოდოლიაკს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მტკიცებულებების გარეშე ბრალდებები მიზანმიმართული, მტრული დამოკიდებულების გამოვლინებაა.
