ევროპული რეკომენდაციები
ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-ი პირობის შესრულებაზე, საპარლამენტო ფორმატში მუშოაბა გრძელდება. ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა. გამოიკვეთა მთავარი მიმართულებები, რომლებზეც დეპუტატები იმუშავენ, მათ შორისაა პრევენციიული ღონისძიებების განსაზღვრა, კანონმდებლობის გამკაცრება და კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირება. ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხი დააყენეს. ჯგუფის მორიგი სხდომა უახლოეს პერიოდში ჩატარდება.
