ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება გაიზარდა
აჭარის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება გაზარდა. ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება, 80 ათასი ლარით უფინანსდებათ, დამატებით 30 ათას ლარს ბათუმის მერია გამოყოფს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტეში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამინისტრო 110 ათას ლარს გასცემს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ევექსის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, კლინიკის ხელმძღვანელებთან ერთად, იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ღვიძლი სამინისტროს თანადაფინანსებით გადაინერგეს. შეხვედრას დონორებიც ესწრებოდნენ.
